სოფელ ომალოში 3 კაცი დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება თუშეთის სოფელში – ომალოში სამი კაცი დაჭრეს. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ერთ-ერთი დაჭრილი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები