რუსეთმა Freedom House-ი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს. რუსეთის უწყებამ, აღნიშნა, რომ ორგანიზაცია უკრაინის არმიისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის, რუსეთის „გაყინული“ აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის, ასევე სანქციებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით გამოდის. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების დამცველებს ბრალი დასდეს „რუსეთში არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიაში“. ამის მიზეზი გახდა Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ორგანიზაციამ რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა. „არასასურველი ორგანიზაციების“ სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ამჟამად მასში 160 სტრუქტურაა შეტანილი. ამ სიაში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მეტი...

„ პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეთ. გათავისუფლების შემთხვევაში უმუშევარი არ დარჩებით“ -აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს

აქციის მონაწილეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ოფისთან  მივიდნენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე სამართალდამცავების კორდონი დახვდა. შეკრების  ორგანიზატორებმა პოლიციელებს მიმართეს: “ვიცით, ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული აღარ იყვნენ. არ არის აუცილებელი, რომ ოჯახებში ლუკმა-პურის შესატანად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ. გვაქვს კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის ანაზღაურებას გადაგიხდიან, ზოგიერთი თქვენგანი კომპანიებშიც დასაქმდება. გთხოვთ, ამაზე იფიქროთ”, – უთხრეს აქციის…

მეტი...

შვედეთის საელჩოსთან მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაიწყო. შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს ინტერვიუს ჩაწერის დროს დაესხნენ.

მეტი...

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიდიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისის მიმართურებით მსვლელობას აწყობენ. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ. “ვიაროთ ერთად, რათა არ გავხდეთ პროვოკაციის მსხვერპლი. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ერთიანობაა”, – მოუწოდებენ ორგანიზატორები მოქალაქეებს.

მეტი...

პარლამენტთან აქცია გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აქ 19:00 საათიდან იკრიბებიან.  ორგანიზატორები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დღესაც იგეგმება.      

მეტი...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ, უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ. „სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, – წერს ვანო ნადირაძე “ფეისბუქზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი

მეტი...

„ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე არცერთ ქვეყანას არ დავეკითხებით“- სომხეთის პრემიერი

„ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე არცერთ ქვეყანას არ დავეკითხებით, უცნაურია, როდესაც ეს უკვირთ ან სწყინთ კიდევაც“- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთს არ სურს მის ნაცვლად სხვა იღებდეს გადაწყვეტილებას. “ჩვენი სუვერენიტეტის დამყარების შემდეგ, ჩვენ გადავწყვეტთ, ჩვენი სუვერენიტეტის ჩარჩოებში, ვისთან და რა სახის ურთიერთობები გვქონდეს. ამ ურთიერთობების აწყობის კონტექსტში ვიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ფაშინიანმა. რუსეთზე საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უცნაური და გარკვეულწილად უპატივცემულო მიდგომაა, როდესაც მათ უკვირთ ან სწყინთ კიდევაც ის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს ავითარებს და აღრმავებს. “და რატომ არ უნდა გაღრმავდეს? ვინმე გვეკითხება, როდესაც ურთიერთობებს აღრმავებენ იმ მიმართულებებით, სადაც…

მეტი...

“დაუშვებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა”- ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბოლო დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და შს სამინისტროს რეგირებისკენ მოუწოდებს. იოსელიანის თქმით, დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გაავრცელა. „გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. კვირას, 5 მაისს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგ ლადო აფხაზავას. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში…

მეტი...

ომის ვეტერანები 2000 ლარიან დახმარებას მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე.    

მეტი...

„ჩინეთს არ დაუწყია უკრაინის კრიზისი და არც მისი მხარე ან მონაწილეა“ – სი ძინპინი

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზდენტი აცხადებს, რომ  უკრაინის კრიზისი ჩინეთს არ დაუწყოა და არც მხარეს წარმოადგენს. „ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ჩინეთს არ დაუწყია უკრაინის კრიზისი და არც მისი მხარე ან მონაწილეა.  ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ მშვიდობისთვის. ჩინეთი ეწინააღმდეგება მცდელობებს, გამოიყენონ უკრაინის კრიზისი განტევების ვაცის ან მესამე ქვეყნის შელახვისთვის ან ახალი ცივი ომის გასაჩაღებლად“ – აცხადებს ცი ძინპინი. მისი თქმით, ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებით სრულდება. „ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ საბოლოო ჯამში, კონფლიქტები შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაახლონ ჩართულობა და დიალოგი ურთიერთნდობის გასამყარებლად. ჩვენ…

მეტი...

„ეს გახანგრძლივებული ტრაგედია ადამიანის სინდისის გამოცდაა“ – სი ძინპინი

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაღი ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა,  ჩინეთი მხარს ვუჭერს პალესტინის სრულ წევრობას გაეროში „ეს გახანგრძლივებული ტრაგედია ადამიანის სინდისის გამოცდაა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი, ყოვლისმომცველი და მდგრადი შეწყვეტისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინის სრულ წევრობას გაეროში და მხარს ვუჭერთ პალესტინას მისი ლეგიტიმური ეროვნული უფლებების აღდგენას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ხელახლა დაწყებას ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

მეტი...

„ჩინეთში ფრანგი სტუდენტების რაოდენობა 10000-ზე მეტი უნდა იყოს“ – პრეზიდენტი

ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები თამამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე შეთანხმდა. მათ შორის, განათლების სფეროზე. როგორც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთში ფრანგი სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. „ჩინეთი და საფრანგეთი განათლების სფეროში ისტორიული კავშირებით სარგებლობენ. ას ორმოცდაათი წლის წინ, ჩინეთმა გახსნა თავისი ფუჯიანის საზღვაო აკადემია საფრანგეთის პერსონების დახმარებით. გასული საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა უმასპინძლა ბევრ ახალგაზრდა ჩინელს სამუშაო სასწავლო მოძრაობის დროს. ჩვენ მივესალმებით საფრანგეთის, როგორც საპატიო ქვეყნის მონაწილეობას ჩინეთის წლევანდელ ყოველწლიურ კონფერენციასა და საერთაშორისო განათლების გამოფენაში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვინდა, რომ ჩინეთში ფრანგი სტუდენტების საერთო რაოდენობა 10000-ზე მეტს მივიყვანოთ, ხოლო…

მეტი...

ეს არის შემთხვევითი უკრაინული ნომრები; ტელეფონები, საიდანაც ირეკება, ამჟამად საქართველოშია – არახამია მუქარის ზარებზე

უკრაინული ნომრებიდან განხორციელებულ მუქარისშემცველ სატელეფონო ზარებს, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, შესაბამის სამსახურებთან გაარკვია ნომრების წარმომავლობა და გაირკვა, რომ ეს არის შემთხვევითი უკრაინული ნომრები, რომელიც ინტეგრირებულია ორ აიპი მისამართზე, ტელეფონები კი, საიდანაც ირეკება, ამჟამად საქართველოშია. ,,მინდა გითხრათ, რაც ახლა გავარკვიე. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ბევრი ადამიანი, რომელიც ჩართულია, ქართულ პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობაში, იღებს უცნაურ ზარებს უკრაინული ნომრებიდან. ზარის ავტორები თავს აჩვენებენ, თითქოს გამოკითხვას ატარებენ უცხოური აგენტების კანონთან, იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით. საპასუხოდ კი აგინებენ. ეს ყველაფერი ქართულ ენაზე ხდება. მე გავარკვიე ჩვენი, უკრაინის…

მეტი...

SBU-მ კიევში ФСБ-ს აგენტების ქსელი გამოავლინა, რომლებიც ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობებს გეგმავდნენ

კიევში გამოავლინეს ФСБ-ს აგენტების ქსელი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მკვლელობებს ამზადებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის უსაფრთხოებაში მყოფ სამხედროებს შორის, დავალების შემსრულებლების მოძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ზელენსკის მძევლად აყვანა და შემდეგ მისი მოკვლა. ,,ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა SBU-ს ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და სხვა ოფიციალური პირების ლიკვიდაციას. ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე უნდა განხორციელებულიყო“, – იუწყება SBU. ბუდანოვის მკვლელობის გეგმა ასეთი იყო: „აგენტი დასაცავი პირის გადაადგილებას დააკვირდებოდა და მტერს ინფორმაციას გადასცემდა. დაგეგმილი იყო სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი…

მეტი...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თქმით, უცნობი ნომრიდან ურეკავენ და ემუქრებიან

მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან უკრაინული ტელეფონის ნომრებიდან უცნობი პირი რეკავს, ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. ,,უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რო ისე ჩამ**ზდავენ, ვერც გავიგებ. როგორც ჩანს, სხვებსაც ურეკავენ. საქართველო ლამაზო”, – წერს ონლაინმედია “აპრილის” ჟურნალისტი, გიორგი ბასხაჯაური სოციალურ ქსელში. ,,სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” წერს, რომ დარეკეს რამდენიმე აქტივისტთან: ,,დღეს რამდენიმე აქტივისთან, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან, განხორციელდა ზარი აღნიშნული ნომრიდან. უცნობი მამაკაცი რეკავს პროცესში ჩართულ აქტივისტებთან და შეურაცხყოფას აყენებს რუსული კანონის კრიტიკის გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ და არ აჰყვეთ პროვოკაციას”, – წერს…

მეტი...

სამსახურები, რომლებიც აღდგომის უქმეებზე იმუშავებენ

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. ინფორმაცია 30 აპრილს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა. უქმე დღეები არ ვრცელდება: საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უქმე დღეებში სკოლები, ბაღები, საჯარო სამსახურების დიდი ნაწილი დაისვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდი გამოცხადებულია უქმე დღედ. 11 მაისიდან მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. იმ…

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მეტი...

„ნუ იტყვით ჩემზე ცუდს იქ, სადაც მე არ ვარ!“ – ტრაგიკულად დაღუპული საბა გვარმიანის უკანასკნელი პოსტი ფეისბუკზე

მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, 18 წლის საბა გვარმიანის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. მას და კიდევ ორ ახალგაზრდას მაშველები 6 დღე ეძებდნენ. „ნუ იტყვით ჩემზე ცუდს იქ, სადაც მე არ ვარ!…“, – წერდა ფეისბუკის უკანასკნელ პოსტში საბა გვარმიანი. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს 3 მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავარიაში მოყვნენ და მდინარეში გადაცვივდნენ.

მეტი...

პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს, ათონელზე კონცერტი გაიმართება

,,ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე”, – საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

მეტი...

თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს

თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს. „ჰამასის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დათანხმდნენ სამშვიდობო ზავის პირობებს, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარმოადგინეს. ამასთან ერთად, ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა, არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი. ჩვენ მივესალმებით „ჰამასის“ განცხადებას, რომ, ჩვენი რჩევით, ისინი დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას. ახლა ისრაელმა უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მეტი...

კახეთში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

კახეთში 34 წლის მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ქვეითი დაიღუპა.

მეტი...

,,რუსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურში ხედავს კეთილ, ინტელექტუალ, გულთბილ ადამიანს” – კირილე

,,რუსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურში ხედავს არა მხოლოდ წარმატებულ პოლიტიკოსს, არამედ ძალიან კეთილ, ინტელექტუალ, გულთბილ ადამიანს”, – ამ სიტყვებით მოიხსენია რუსეთის პატრიარქმა კირილემ პუტინი ინაუგურაციის შემდეგ. კრემლის მოოქროვილი დარბაზიდან პუტინმა ხარების ტაძარში გადაინაცვლა სადაც კირილმა დალოცა. „და თუ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება, შედეგები შეიძლება იყოს უკიდურესად საშიში ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის მოიცავს მსხვერპლს და ხალხის, ქვეყნის სასიკეთოდ მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები არასოდეს ყოფილა დაგმობილი არც ეკლესიის და არც ხალხის მიერ“, – ამბობს რუსეთის პატრიარქი.  

მეტი...

მდინარე ნაკრასში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

ცოტა ხნის წინ, სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარიც იპოვეს. მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ამ წუთებში ისინი მის ამოყვანას ცდილობენ. შეგახსენებთ, რომ სამი არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა. მათი ძებნის ოპერაცია 6 დღე გრძელდებოდა.

მეტი...

როდის შეწყდება უამინდობა საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს: ,,მიმდინარე წლის აღდგომის სადღესასწაულო დღეები, გასული წლებისგან განსახვავებით წვიმიანი იქნება! უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს. რაც შეეხება 6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდ ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია. 7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება. თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი პარასკევი არ არის, არ შეიძლება იყოს აღდგომის სიხარული მთელი სისავსით, შესაბამისად, ეს…

მეტი...

პოლონეთში, მინისტრების შეხვედრის ოთახში მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს

პოლონეთში, კატოვიცეში, იმ ოთახში, სადაც დღეს მინისტრების შეხვედრა უნდა გამართულიყო, მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს. სპეციალურმა სამსახურებმა შეძლეს მათი დემონტაჟი. ქვეყნის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი ქალაქში ევროპის ეკონომიკური კონგრესის გახსნის მიზნით იმყოფება. ,,სამსახურები აწარმოებენ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს”, – აცხადებს სპეცსამსახურების პრესმდივანი, იაცეკ დობჟინსკი. მას კომენტარი არ გაუკეთებია მოწყობილობები რა წარმომავლობის იყო, მაგრამ თქვა, რომ შეხვედრა გეგმის მიხედვით შედგება.

მეტი...

რაზე შეთანხმდა ჩინეთი და საფრანგეთი?!

„ორმა მხარემ უნდა გადაიტანოს „ისტორიის ხელკეტი“,  დაიწყონ ახალი მოგზაურობა ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობების მომდევნო 60 წლის განმავლობაში“ – ეს განცხადება  საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩინეთის პრეზიდენტმა პარიზში გააკეთა. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთი და საფრაგეთი შემდგომი ურთიერთობის არაერთ საკითხზე შეთანხმდა. „პირველი, ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული სტაბილურობის კონსოლიდაციაა. მივესალმები პრეზიდენტ მაკრონს ჩინეთში მორიგი ვიზიტისთვის.  ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის ძირითად ინტერესებს და განვახორციელებთ ებენ პოლიტიკაის, კომუნიკაციას და კოორდინაციას მრავალდონიანი, მრავალგანზომილებიანი არხებით“ – აღნიშნა სი ძინპიმა. მეორე საკითხი რაზეც მხარეები შეთანხდნენ,  ურთიერთსასარგებლო  პოტენციალის შესწავლაა. მხარეები ორმხრივ ვაჭრობაში აღმავალი ბალანსისკენ ისწრაფვიან. ისინი გააფართოვებენ თანამშრომლობას აგრო-სასურსათო, საფინანსო და…

მეტი...

შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს EU-ს მიერ საქართველოს დაფინანსება – ევროპარლამენტარებმა ბორელს მიმართეს

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს. ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსული კანონის ინიცირებამ და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება. ,,საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათ მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ…

მეტი...

საფრანგეთი და ჩინეთი ოპიმპიური ზავის დაცვას ითხოვს

საფრანგეთის დედაქალაქში ოფიცილური ვიზიდით მყოფმა ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ხელმძღვანელ პირებთან არაერთი შეხვედრა გაართა. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მახეებმა ისუბრეს,  ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა. მხარეები ოლიმპიური ზავის დაცვას ითხოვენ. „ორი სახელმწიფოს მეთაური ითხოვს ოლიმპიური ზავის დაცვას 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროს. ოლიმპიური ზავი მოუწოდებს ყველა მხარეს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მთელი თამაშების განმავლობაში. კონფლიქტების გავრცელებისა და დაძაბულობის მატებასთან ერთად, ზავი არის შესაძლებლობა ვიმუშაოთ კონფლიქტების გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით“ – აღნიშნეს სახელმწიფოს ლიდერებმა. სი ძინპინი ემანიელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში იმყოფება. ჩინეთისა და საფრანგეთის 10 პუმქტიანი გეგმა ახლო აღმოსავლეთზე

მეტი...

ჩინეთისა და საფრანგეთის 10 პუმქტიანი გეგმა ახლო აღმოსავლეთზე

ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ფართო მსჯელობა გამართეს და 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ჩინეთი და საფრანგეთი ერთად მუშაობენ, რათა იპოვონ კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით; ჩინეთი და საფრანგეთი გმობენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევას, მათ შორის ტერორისტული ძალადობის ყველა აქტს და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველ თავდასხმებს. ორმა სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა წინააღმდეგობა ისრაელის შეტევაზე რაფაზე, რაც გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას უფრო ფართომასშტაბამდე და ასევე პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას;   ორი სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა,…

მეტი...

პუტინმა კრემლში მეხუთე ფიცი დადო

კრემლში პუტინის მორიგი, მეხუთე ინაუგურაცია მიმდინარეობს. რუსეთის დიქტატორმა კიდევ ერთხელ დადო ფიცი მოოქროვილ დარბაზში, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მისი ხელისუფლება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ინაუგურაციას არ ესწრება ევროპული სახელმწიფოების დელეგაცია. პუტინის ფიცი: ,,ვფიცავ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებისას პატივ ვცემ და დავიცავ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებები, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მის უსაფრთხოებასა და მთლიანობას. ვფიცავ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხს. ამ საპასუხისმგებლო მომენტში მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ჩვენი ისტორიული მიწების მაცხოვრებლებს, რომლებმაც დაიცვეს თავიანთი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამშობლოსთან ერთად. მინდა ქედი მოვიხარო სპეციალური…

მეტი...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა – მოძრაობა იზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ,,შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მეტი...

ბჟანიამ ინალ არძინბა ,,საგარეო საქმეთა მინისტრობიდან” გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ,,თანამდებობიდან” გაათავისუფლა. ,,განკარგულებას” ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. მიზეზი არ სახელდება. ,,საგარეო საქმეთა მინისტრის” მოვალეობას არძინბას ,,მოადგილე” ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.

მეტი...

რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტი 13 მაისს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. „პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, – წერს ოხანაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე. ცნობისთვის, “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს, უქმე დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა და შესაძლებელი იყო, სწორედ ამ…

მეტი...

,,სტრასბურგმა სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაუდგინა” – საია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სარჩელი სტრასბურგში გავრილოვის ღამის დროს დაზარალებული მოქალაქეების სახელით 2021 წელს შევიდა. ინფორმაციას ,,საია” ავრცელებს. ,,სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა. საჩივრები ე.წ „გავრილოვის ღამის“ დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება. დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 26 პირის საქმეზე, საიდანაც 22 პირის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად აწარმოებდა”, – აცხადებს…

მეტი...

დღეს საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

დღეს, 7 მაისს, საქართველოს ეწვევა გერმანიის ეკონიმიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნი – სვენ გიგოლდი, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. გერმანიის საელჩო ამბობს, რომ მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია. შეხვედრები გაიმართება ეკონომიკის სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე საელჩოს ცნობით, ვიზიტით მინისტრს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭრა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ,,საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს,…

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა. მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

მეტი...