,,არ ვიცი, მილერი რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს” – ბოჭორიშვილი

არ ვიცი, მილერი რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე.

,,მე არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ, ძალიან კარგად გაიგო, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება და იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას, მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არ ცოდნა ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი”.

მსგავსი თემები