უკრაინა 100%-ით არ შეასრულებს ევროკავშირის 7 მოთხოვნას, მაგრამ წევრობის მოლაპარაკებები დაიწყება – სტეფანიშინა

უკრაინის  ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა არცადებს, რომ უკრაინა ოქტომბრისთვის 100%-ით არ შეასრულებს ევროკომისიის შვიდივე კრიტერიუმს, მაგრამ გაწევრიანების მოლაპარაკებები მაინც დაიწყება.

„ოქტომბერში ჩვენ ვერ მოვისმენთ, რომ 7-ივე რეკომენდაცია 100 პროცენტით შესრულდა, რადგანაც ეს მასშტაბური სამუშაოა, რომელსაც წლები დასჭირდება“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

თუმცა, ოლგა სტეფანიშინა ირწმუნება, რომ უკრაინა ოქტომბრამდე მიიღებს „ყველა შეთანხმებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებას“.

მისივე თქმით, ზოგიერთი რეფორმის, კერძოდ, ანტიკორუფციული რეფორმის შესრულების პროცესში უკრაინას ახალი ამოცანები უჩნდება.

„ჩვენი ამოცანაა, ეს ახალი ამოცანები არ გადაიქცეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინაპირობებად“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

მსგავსი თემები