,,სოფო და გიოს გასაცილებლად და მშობლების სანუგეშებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ, მოკრძალებულად”- ყარალაშვილების ახლობელი პრეზიდენტზე

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი და-ძმის, სოფი და გიორგი ყარალაშვილების სამძიმარზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი გარდაცვლილების გასაცილებლად და მშობლების სანუგეშებლად ჩავიდა. „გაყინული ვარ ისე, სასაკლაოზე რომ წამიყვანონ, გული არ შემიტოკდება. მაგრამ, მადლიერების გამოშვების გარეშე ვერ მოვისვენებ. 1. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ გუშინ სოფო და გიოს გასაცილებლად და მშობლების სანუგეშებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ, მოკრძალებულად. მადლობა იმისთვისაც, რომ საკუთარი ინიციატივით სოფი და გიოს სახელის უკვდავყოფისთვის მზადაა თანადგომისთვის. 2. მადლობა გიოს და ჩვენს მეგობარს ირაკლი კუპრაძეს ნუგეშისცემისთვის და შარვალ-კოსტუმების და პოზების გარეშე დგომისთვის…

მეტი...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ “სქრინებს” კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ,…

მეტი...

დუდამ არჩევნების დღეს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონში ცვლილებას ხელი მოაწერა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ ხელი მოაწერა ეროვნული რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებას, რაც საშუალებას მისცემს პლებისციტის ჩატარებას 15 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს. ცვლილებებით შესაძლებელი ხდება, პოლონეთში საპრეზიდენტო, საპარლამენტო ან ევროპარლამენტის არჩევნების დღეს ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდეს. რეფერენდუმზე პირველი კითხვა  მნიშვნელოვანი სახელმწიფო აქტივების უცხოურ იურიდიულ პირებზე მიყიდვას ეხება, მეორე საპენსიო ასაკის გაზრდას, მესამე ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიგრანტების განაწილების მექანიზმს, მეოთხე კი პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე ღობის დემონტაჟს. რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნენა 07:00 საათიდან 21:00 საათამდე.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 256 050 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 256 050 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 256 050; ​ტანკი – 4 329; ჯავშანტექნიკა – 8 398; საარტილერიო სისტემა – 5 169; სარაკეტო სისტემა – 714; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 486; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 314; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 272; საკრუიზო რაკეტები – 1 406; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 641; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 773.

მეტი...

,,უნიჭიერესი,უკეთილშობილესი და უჭკვიანესი, შენ იყავი და ხარ თავად ბედნიერება…20 წლის იყავი და ყველას უყვარდი”- გარდაცვლილის ახლობელი

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის. სალომე ხეთაგური სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთს, გვანცა ბუბაშვილს ამ დრომდე ეძებენ. ფეისბუქ ჯგუფში ”რაჭა” სალომე ხეთაგურის ახლობელი, ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ,,სალომე,შენზე წარსულში საუბარი არ მინდა,ვერ ვიჯერებ რომ კარს აღარ შემოაღებ და სამსახურში დამღლელი დღის მიუხედავად,მაინც გაღიმებული არ მოხვალ და არ გადამკოცნი ჩამეხუტები და ღიმილიანი სახით არ იჯდები ჩემს წინ მთელი საღამო,შენთან გატარებულმა ყველა წუთმა გამიელვა გონებაში, როგორ მოასწარით შენ და გიორგის დამ(სალომემ) ერთ დღეში ჩვენი ოთახის მორთვა,როდესაც სახლში ვბრუნდებოდით სამშობიაროდან.როგორი ბედნიერი იყავი როცა გიორგის(ჩემი…

მეტი...

აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ,,შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”,- ნათქვამია თვილისის მერიის განცხადება.

მეტი...

თავდასხმა უკრაინის პორტებზე არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე – ზელენსკი

„ყოველი პორტზე თავდასხმა არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ დაადასტურა გასულ ღამეს რუსეთის საჰაერო იერიში უკრაინის პორტებზე. „ყოველი პორტზე თავდასხმა არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე, დარტყმა სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე აფრიკასა და აზიაში. ძირითადი რამ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებას, ეს არის საკვები. მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს დაუმიზნებია ამდენი ერის უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ასე ღიად და მიზანმიმართულად“, – განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს თქვენ არ ევასებით”- თამარ ჩერგოლეიშვილი

ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს თქვენ არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“, ან რა დასავასებლები ხართ, რას გავხართ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „სამეგრელოში კარდაკარ რომ დავდიოდი, სახლიდან რომ გამომხედავდნენ, მერე გამოსვლას აყოვნებდნენ. თავიდან ვიფიქრე, არ უნდათ ჩემი ნახვა და არ გამოდიან-მეთქი. მეც ხომ იცით – თუ ჩემი ნახვა არ გინდათ, ღმერთმა არ მოგცეთ ამის შანსი – მენტალიტეტი მაქვს და ვგაზავდი შემდეგი სახლისკენ, სანამ ძირძველმა მეგრელმა, მაკო ჯაბუამ არ მკითხა, რას აკეთებო. თურმე წესრიგდებიან და ისე გამოდიან უცხოს სანახავად. ხოდა, აი, სანამ…

მეტი...

 კაცი, რომელსაც ბათუმში სკუტერი დაეჯახა გარდაიცვალა

კაცი, რომელსაც ბათუმში სკუტერი დაეჯახა გარდაიცვალა. ტელეკომპანია თრიალეთის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ბიჭი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდში ცხოვრობდა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდაა ზღვაში სკუტერით მეგობართან ერთად შევიდა.  მამაკაცი ცურავდა, რა დროსაც სკუტერი დაეჯახა და მძიმედ დაშავდა. კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

მეტი...

კაცი, რომელიც რუსთავში მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას INFO RUSTAVI ავრცელებს. 75 წლამდე კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ვარდნის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ცნობისთვის, მამაკაცი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან 8 აგვისტოს გადმოვარდა.  მძღოლის განცხადებით, კაცი სატრანსპორტო საშუალებიდან მისი გაჩერებისა და კარის გაღების შემდეგ გადავარდა.

მეტი...

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე პროვოკაციებს ელის

„ჩვენ მუდმივად ველით პროვოკაციებს პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე“, –  ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვონსიკმა განაცხადა. მისი თქმით, ალექსანდრ ლუკაშენკოს სურს, ჩაერიოს პოლონეთის არჩევნებში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სხვადასხვა პროვოკაციის განსახორციელებლად. ,,ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას და ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ლუკაშენკა დიდი ალბათობით შეეცდება ჩაერიოს პოლონეთის არჩევნებში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გზით, მაგალითად, სხვადასხვა პროვოკაციების გზით. ამის მაგალითი იყო ბელორუსული ვერტმფრენები,”- განაცხადა ვონსიკმა.  

მეტი...

,,გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ,  ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა”- გარდაცვლილის ახლობელი

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ნათესავი, დეაკო ძამაშვილი წერს. მის მეგობარს გვანცა ბუბაშვილს კი ამ დრომდე ეძებენ. ,,გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსა და მოხალისეს. აღარ ვიცი, მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ. გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ. ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს, გაგვიფრინდა ანგელოზი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული. აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო,” – წერს დეაკო ძამაშვილი.  

მეტი...