ქალი, რომელიც დონალდ ტრამპის საქმის მოსამართლეს მოკვლით დაემუქრა დააპატიმრეს

ტეხასში დააპატიმრეს ქალი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეს მოკვლით დაემუქრა.

გამოძიების თანახმად, 43 წლის აბიგეილ შრაი ტელეფონით დაუკავშირდა ვაშინგტონის ოლქის მოსამართლეს, ტანია ჩუტკანს და მოკვლით დაემუქრა, თუ 2024 წელს ტრამპს პრეზიდენტად არ აირჩევენ.

ამასთან, ქალი მოკვლით დაემუქრა კონგრესის დემოკრატ წევრს, შეულა ჯექსონ ლის და ვაშინგტონში მცხოვრებ ლგბტქ თემის წარმომადგენლებს.

 

 

მსგავსი თემები