ატლანტის ოკეანეში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

ატლანტის ოკეანეში, კაბო ვერდეს სანაპიროებთან ახლოს, მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა.

BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა მხოლოდ 38 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მიგრანტების უმეტესი ნაწილი სენეგალიდან იყო და ზღვაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმმა ქვეყნის ნაპირები 10 ივლისს დატოვა და მის ბორტზე 101 ადამიანი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, კაბო-ვერდეს კუნძულები აფრიკის დასავლეთ სანაპიროფან 600 კმ-ში მდებარეობს. ევროპაში მოსახვედრად ამ მარშუტს მიგრანტები ხშირად იყენებენ.

მსგავსი თემები