7 მოქალაქის ძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ონის მერი

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

მისივე თქმით, 7 მოქალაქის ძიება, სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 23 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული ხოლო 7 მოქალაქის ძიება, სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ. სააგენტოს წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რამ გამოიწვია აღნიშნული სტიქია, ასევე იმაზე, თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე არიან, გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს, რაც იქნება ადგილობრივი მოსახლეობისგან დასმული”, – განაცხადა სერგო ხიდეშელი.

მსგავსი თემები