აპრილ-ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა. უწყების ცნობით, საზღვრის კვეთის  70% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის, ხოლო 30% საქართველოს მოქალაქეებზე.

საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა, საიდანაც ქვეყანაში 811 031 პირი შემოვიდა, 795 656 კი გავიდა, მომდევნო ადგილებზე არიან თბილისის აეროპორტი და სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი.

ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს.

ქვეყნების პირველი ექვსეული კვეთების რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა: რუსეთი – შემოსვლა 443 624; გასვლა 427 443; თურქეთი – შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268 სომხეთი – შემოსვლა 285 403; გასვლა 284 273; ევროკავშირის ქვეყნები – შემოსვლა 119 855; გასვლა 112 477; ისრაელი – შემოსვლა 71 443; გასვლა 69 472; აზერბაიჯანი – 56 700; გასვლა 53 388; უკრაინა – შემოსვლა 51 387; გასვლა 51 253;

ამასთანავე აპრილ-ივნისში ქვეყანაში შემოვიდა 1 754 992 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო გავიდა 1 683 567. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 746 734 პირი გავიდა, 732 743 კი შემოვიდა.

მსგავსი თემები