რა გადაწყვიტა ქართველმა დედამ, რომელმაც ახალშობილი შვილი იტალიაში, ნაგვის ურნის გვერდით დატოვა

23 წლის ქართველმა ქალმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იტალიაში ბავშვი გააჩინა და შემდეგ ქალაქ ტარანტოს ცენტრში, ნაგვის ურნის გვერდით დატოვა, გადაწყვიტა პატარა ლორენცო დაიტოვოს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, ბავშვის დატოვების შესახებ ადვოკატის მეშვეობით განაცხადა. დღეს დილით უკვე მზად იყო ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისთვის, მაგრამ ბიუროკრატიულმა პრობლემამ ხელი შეუშალა.

ახალშობილის დედას გამოძიება არასრულწლოვნის მიტოვებას ედავება და მკვლელობის მცდელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება. საბოლოო გადაწყვეტილება ტარანტოს არასრულწლოვანთა სასამართლოს პროკურატურას ეკუთვნის. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ხათუნა შარაძე აქვეყნებს.

მსგავსი თემები