,,საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და ყველა კოვიდ ინფიცირებულის 50%-ს შეადგენს”- გიორგი ფხაკაძე

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეთრად იმატებს. ვირუსის ახალი ვარიანტი EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი, საქართველოში უკვე ზაფხულიდან არის და კოვიდ ინფიცირებულების 50%-ს შეადგენს.

,,კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5 – სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე. ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50 მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდ ინფიცირებულის 50%-ს შეადგენს.

ძირითადი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს.

კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.

არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და ცხვირიდან გამონადენი.

რისკის ჯგუფები: 70 წლის გადაცილებული, ქრონიკული პაციენტები.

მთავარია, საპანიკო არაფერი არ არის. თავს გაუფრთხილდით და მოიმარაგეთ პირბადეები“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები