,,სავარაუდოდ ზრდასრული მამაკაცია” – შოვში მაშველებმა 27-ე ცხედარი ამოასვენეს

შოვში მაშველებმა 27-ე ცხედარი სტიქიური უბედურების ეპიცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით ნახეს.

ცხედარი ცოტა ხნის წინ მაშველებმა ამოასვენეს და მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ცხედარი, სავარაუდოდ, ზრდასრულ კაცს ეკუთვნის.

 

მსგავსი თემები