ძლიერი წვიმის შედეგად, გერმანიაში აეროპორტი დაიტბორა

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში, რომელიც ქალაქ მაინის ფრანკფურტში მდებარეობს, ძლიერი წვიმის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, რაც მგზავრებს დაშვების შემდეგ თვითმფრინავებიდან ჩამოსვლაში ხელს უშლიდა. უამინდობის შედეგად 70 რეისი გაუქმდა და 23 რეისი კი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.

მსგავსი თემები