პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა.

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავი და გოლგოთა მოილოცა.

მსგავსი თემები