ქსნის ქუჩის მიმდებარედ, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ლიანდაგზე ქვის მასა ჩამოიშალა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, რომ  ქსნის ქუჩის მიმდებარედ, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარის გამო დროებით შეფერხდა ბათუმი- თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

,,საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები