ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

,,პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება“, – ციტირებს “აფსნიპრესი” ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებას.

ცნობისთვის, რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს ბჟანია შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მას უროლიტიზის გამწვავება აღენიშნებოდა.

 

მსგავსი თემები