რუსეთმა Freedom House-ი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს. რუსეთის უწყებამ, აღნიშნა, რომ ორგანიზაცია უკრაინის არმიისთვის ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის, რუსეთის „გაყინული“ აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის, ასევე სანქციებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით გამოდის. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების დამცველებს ბრალი დასდეს „რუსეთში არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიაში“. ამის მიზეზი გახდა Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ორგანიზაციამ რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა.

„არასასურველი ორგანიზაციების“ სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. ამჟამად მასში 160 სტრუქტურაა შეტანილი. ამ სიაში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მსგავსი თემები