კულებამ მათ, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ტემპს აკრიტიკებს, მოუწოდა, თავად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში

„ჩვენი მიზანია გამარჯვება, გამარჯვება 1991 წლის (უკრაინის) საზღვრებში ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლების სახით,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებამ მათ, ვინც უკრაინის კონტრშეტევის ტემპს აკრიტიკებს, მოუწოდა, თავად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში.

,,იოლია იმის თქმა, რომ გინდა, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად იყოს, როცა იქ არ ხარ,”- განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინას კვლავ დასჭირდება დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივი მიწოდება მანამ, სანამ სამხედროები უკრაინის ტერიტორიას რუსი სამხედროებისგან სრულად გაათავისუფლებენ.

„სიმართლე ისაა, რომ ვიდრე გავიმარჯვებთ, ჩვენ გვჭირდება მეტი, ჩვენ გვჭრდება წინსვლა, რადგან ომი რეალობაა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

მსგავსი თემები