დაჭრილია სიძე – სისხლიანი დაპირისპირება ომალოში

თუშეთის სოფელში  ომალოში სამი კაცი დაჭრეს. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი. რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს  შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაჭ­რი­ლებს შო­რის არის სიძე და მეჯ­ვა­რე, ასე­ვე პა­ტარ­ძლის ნა­თე­სა­ვე­ბიც.

“ჩვენ რო­გორც ვი­ცით, სხვა­დას­ხვა სუფ­რი­დან ქორ­წილ­ში მი­ვიდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­საც მოჰ­ყვა მხა­რე­ებს შო­რის ჯერ სი­ტყვი­ე­რი შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამ შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს და­იჭ­რა სამი ადა­მი­ა­ნი მათ შო­რის სი­ძეც, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ასე­ვე არი­ან ნა­ცე­მე­ბი. ეს მოხ­და ად­გილ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბით”- აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბ ( კომენტარს ambebi.ge ავრცელებს).

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები