დრამების წარმოდგენა პეკინში (ვიდეო)

სამრეკლო და დრამის კოშკი პეკინში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას მდებარეობს. მას პეკინის ცენტრალურ ღერძს უწოდებენ, რომელიც იუანის დინასტიის დროს აშენდა.

სამრეკლო და დოლის კოშკი საზოგადოებისთვის 1980-იან წლებში გაიხსნა და ახლა პოპულარული ტურისტული ადგილებია დედაქალაქში.

დრამის კოშკის სიმაღლე დაახლოებით 47 მეტრია. სამრეკლო კიდევ უფრო მაღალი. კოშკის ბოლო სართულზე უზარმაზარი სივრცეა, სადაც უზარმაზარი დრამებია გამოფენილი. „დრამების წარმოდგენა“ კი დღეში რამდენჯერმე იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. დრამზე დამკვრელები გამოდიან და წარმოდგენას მართავენ.

ამ სანახაობის ფასი 20 იუანია, რაც დაახლოებით 8.00 ლარია.

მსგავსი თემები