რუსეთმა შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე სულ მცირე 6 ოლქში

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტები და დრონები ღამით 6 რეგიონში დაესხნენ თავს ენერგეტიკულ ობიექტებს.

თავდასხმა იყო ლვოვის ოლქის სოფელი დობროტვორში და ვინიცის ოლქის ქალაქი ლადიჟინში, სადაც მდებარეობს თბოელექტროსადგურები.

პოლტავის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ენერგოობიექტზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა.

ზაპოროჟიის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოკლედ დაწერა, რომ მის ოლქში თავდასხმების სამიზნე იყო ენერგეტიკული ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და რომ იყო ნგრევა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მსგავსი თემები