კრემლი მოლდოვას სანქციებს პასუხობს

მოლდოვის მხრიდან რუსეთისთვის მორიგი სანქციის დაწესებას კრემლში ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მოლდოვა ამას დასავლელი სპონსორების გასახარებლად აკეთებს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენლის –  მარია ზახაროვას განცხადებით, კიშინიოვი დასავლეთის სპონსორების გასახარებლად, რუსოფობიაზე მიმართულ ძალისხმევას აორმაგებს.

მოლდოვასა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კიშინიოვში მდებარე რუსეთის საელჩოს სახურავზე ათეულობით ანტენის და სატელიტური თეფშის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები თვალთვალისთვის იყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ რუსეთს მორიგი სანქცია დაუწესა და ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევა.

მოლდოვამ ქვეყნიდან 60-მდე რუსი დიპლომატი გააძევა

მსგავსი თემები