მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

დობორჯგინიძე მაყურებელმა გასეირნება ყარაბაღში შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. მსახიობმა ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილებშიც ითამაშა. შესრულებული აქვს როლები ფილმებში სუბორდინაცია, მედიატორი.

გარდაცვლილ მეგობარს სულისშემძვრელი პოსტით ემშვიდობებიან:

,,მეც დამბრიდე დოობ. ყველაზე გულკეთილი და უბოროტო კაცი იყავი, ვისაც ვიცნობდი და ვძმაკაცობდი.

ძააან მაგრად მომენატრები, გული მომიკალი. ჯერ თენგო 1 კვირის წინ, ეხლა შენ. აწი სულერთია ყველაფერი“, – წერს მეგობარი.

მსგავსი თემები