კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა უტარდებათ როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს 10 წლიდან

„არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეებსა“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავართან.” პროფესორი მშობლებს ურჩევს, შვილებს ვაქცინაცია ჩაუტარონ.

საუბარია პაპილომავირუსზე, რომელიც ვირუსების კალენდარშიც შევიდა და ბიჭების ვაქციანცია საქართველოში 2 კვირაა მიმდინარეობს.

„გოგონებში 2019 წელს დავიწყეთ ვაქცინაცია და მოცვის მაჩვენებელი 48% იყო, საკმაოდ დაბალი, თუმცა ყველა ქვეყანა ამ გზით წავიდა. არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც პირველივე დანერგვის წელს 80-90% აჩვენა. 60-80%-ის ფარგლებში უჩვენებენ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელს. არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეებისა. რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის ეს ვირუსი გავრცელებული. დიდი ალბათობით, ყველა თქვენგანს გაქვთ გადატანილი ისე, რომ არ იცით ან უმნიშვნელო გამოვლინება იყო. ეს არ ნიშნავს, რომ სიმპტომურია. მეჭეჭები და ონკოლოგიური დაავადებები ის არის, რასაც ეს ვირუსი იწვევს“, – აღნიშნა ივანე  ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, საქართველო არის 48-ე ქვეყანა, რომელიც ორივე სქესში ატარებს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

„ვაქცინაცია დასაშვებია 26 წლის ასაკის ქალბატონებშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გაცემულია სპეციალური რეკომენდაცია. ეს არის ერთადერთი ვირუსი, რომლის სწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა არსებობს. ეს არის ინფექცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე და ის უსიმფტომიდ მიმდინარეობს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები