„პოლიცია სახლში შეუვარდა, არ არეკინებენ ადვოკატთან“, – თბილისში ბლოგერი დააკავეს

ბლოგერი და ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილე უჩა აბაშიძე, სავარაუდოდ,  დააკავეს. როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ აბაშიძე პოლიციამ სახლიდან აიყვანეს და  მას ადვოკატთან დარეკვის საშუალებას არ აძლევენ.

„უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან. მეტი ჯერჯერობით მეც არაფერი ვიცი. სახლში არის ჯერ კიდევ, პოლიციაც იქაა, არც გამომძიებლის კონტქტი და არაფერი არსებობს. ტელეფონთან წვდომა ისევ არ აქვს. მედია იქაა (ნაწილი გზაში), მხარდამჭერები და მეგობრებიც მიდიან. აბაშიძის 22 “- წერს დოდო ხარხელი

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები