„მზიურთან“ ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

გუშინ, ვაკეში, „მზიურის“ პარკთან მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენი, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. „მზიურთან“ ბიზნესმენი დაჭრეს  

მეტი...

ბრიტანეთში არ გამორიცხავნ, რომ რუსეთი სამოქალაქო გემებს თავს დაესხას

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან მორიგ საფრთხეს ელოდება. საუბარია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე მოსალოდნელ თავდასხმაზე. აღნიშნული განცხადება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. როგორც ჯეიმს კლევერლი აცხადებს, არის მოლოდინი, რომ უკრაინიდან გატანილი ტვირთის გასანადგურებლად, რუსეთმა იერიში სამოქალაქო გემებზეც მიიტანოს. „ამ არაკეთილსინდისიერ ქცევაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გავამახვილებთ ყურადღებას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალური სურსათის მარაგების მძევლად აყვანა და შეთანხმებას დაუბრუნდეს”, – აღნიშნა მინისტრმა. ინფორმაციისთვის, რუსეთმა უკრაინიდან მარცვლეულის დერეფანი ჩაკეტა.

მეტი...