როდის დაიწყებენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობას – თარიღი ცნობილია

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ კმაყოფილები არიან.

“ჩვენ დღეს საბჭოდან მივდივართ დაიმედებულები, რადგან უფრო მეტი კონკრეტიკა გახდა ცნობილი. გვითხრეს, რომ აუცილებლად, 2023 წელს შემოდგომისთვის დაიწყებენ ბავშვები მკურნალობას. თავიდან რამდენიმე ბავშვი იქნება ჩართული მკურნალობაში, ვისაც მაღალი ზღვარი და ჯანმრთელობის მეტად გართულებული პროცესი აქვს. ჩემი შვილი 14 წლის ხდება, ანალიზებით ის მზად არის მედიკამენტი მიიღოს,” – აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა.

მსგავსი თემები