“პასუხს არავინ გვცემს, ადვოკატს არ უშვებენ“- რა ხდება ბლოგერი სახლთან

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, რომელიც სავარაუდოდ დააკავეს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები იმყოფებიან მის სახლშიც. როგორც აბაშიძის ძმა ამბობს, ოჯახის წევრებს და ადვოკატს სახლში არ უშვებენ.

“მეზობელმა დაურეკა ოჯახის წევრს, რომ რაღაც ხდებაო და იქნებ მოხვიდეთო, თორემ ისე საერთოდ ვერ გავიგებდით. პასუხს არავინ გვცემს რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს ყველაფერი, არც ორდერი წარმოუდგენიათ. მოვიდა ადვოკატი და მასაც არ უშვებენ. მაჩვენონ მაინც, ჩემს ძმას სიცხე ჰქონდა ბოლო ორი დღეა, ავადაა და მინდა ვნახო, რომ ჯანმრთელადაა. მითხრან სად გადაჰყავთ მაინც. უჩაზე ღია ადამიანი აღარ არსებობს, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც, ღიად სწერდა, ყველამ იცოდა რაც იყო რა აზრი ჰქონდა ჩხრეკას?“, – თქვა გიორგი აბაშიძემ.

ბლოგერის სახლთან, რომელზეც ცოტა ხნის წინ ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია, მეზობლები და ახლობლები იმყოფებიან.

მსგავსი თემები