„თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და ის უნდა შეწყდეს“ – ივანე ჩხაიძე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით პროტოკოლი დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პრეპარატს შემოიტანენ. როგორც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ივანე ჩხაიძემ განცხადა, თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და ის უნდა შეწყდეს.

პროტოკოლს საბჭოს 29-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.

„პროცესი განსაზღვრულია და დღეს გადაწყვეტილება მიღებული 2023-2024 წლის პროგრამასთან დაკავშირებით. თარიღი ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ 2023 წელს ამ პროცესში ჩაერთვებიან პირველი ბავშვები, აუცილებლად წლის ბოლომდე. თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება მწარმოებელთან მოლაპარაკება კონკრეტულად ვადებთან დაკავშირებით. ეს პაციენტები ამ წამალს იღებენ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. თუ წლის განმავლობაში ზრდის მატება 1,6 სანტიმეტრზე ნაკლებია, მედიკამენტი ითვლება უეფექტოდ და მაშინ ის უნდა შეწყდეს. ამიტომ, თუ მივიღეთ შედეგი და ზრდის მატება 1.6 სანტიმეტრზე მეტია, ამ​ პრეპარატის მიღებას გააგრძელებენ შემდეგი წლის განმავლობაშიც“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

აქონდროპლაზიის მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში – პროტოკოლი დამტკიცებულია

მსგავსი თემები