რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება

ბოლო პერიოდში რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მეტად უახლოვდება. ამჯერად რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტით ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირების განმტკიცებას უკავშირდება.

ფხენიანის აეროპორტში შოიგუს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალი კან სუნ ნამი და საპატიო ყარაულის ასეული დახვდა.

რუსეთის სამინისტროს ცნობით, დელეგაცია შოიგუს ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება „1950-1953 წლების სამამულო განმათავისუფლებელ ომში კორეელი ხალხის გამარჯვების 70 წლისთავს“ (ლაპარაკია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ომზე).

მსგავსი თემები