აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცებულია  

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. როგორც საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე აცხადებს, პროტოკოლმა მაღალი შეფასება მიიღო გერმანელი ექსპერტისგან.

„დღეს მოხდა ამ პროტოკოლის განხილვა და საბოლოო დამტკიცება.  პროტოკოლმა მიიღო ძალიან მაღალი შეფასება გერმანელი ექსპერტისგან, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ამ ​დაავადებასთან დაკავშირებით ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი მსოფლიოში დღეისათვის არ არის, რაც გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ დღეიდან უკვე საქართველოს აქვს ამ დაავადების დიაგნოსტიკისა და მართვის ერთი-ერთი საუკეთესო პროტოკოლი“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები