ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას Twitter-ზე ესპანეთის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი თქმით, ახალი სანქციების შემოღება ბელარუსის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო განხორციელდა.

“ბელარუსში შექმნილი ვითარების და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ევროკავშირის ელჩები ამ ქვეყნის მიმართ ახალ შეზღუდვებზე შეთანხმდნენ. სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები