„ნიკა მელია ჩემს ხაბეზე ეჭვიანობს, რადგან გამოაბუნძულა“ – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მიძრაობის“ ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი მოქმედზე ეჭვიანობს.

„ამ პარტიაში თავად რისთვის იყო მისული, რაიმე ქმედითი გააკეთა? „ნაცმოძრაობას“ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი აქვს დაფინანსება და ამ თანხას ინაწილებდნენ. ვერ გავიგე, ხაბეს ფული არ უნდა? დანარჩენებს კეზერაშვილის ფულის განაწილება არ უნდა? ხაბე იგივეს აკეთებს და რატომ უკვირს. ეჭვიანობს, რადგან ჩემმა ხაბემ გამოაბუნძულა და თამაშგარე დარჩა. ჩემი ხაბე დარბის, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ფლორა-ფაუნა, ამინდის პროგნოზი და ა.შ. მელია ამასაც ვერ აკეთებდა. თუ ერთი ადგილი აქვს, პოლიტიკაში იყოს, კეთილი ინებოს, ცალკე გადავიდეს, იქ იმოძრაოს და ფული აკეთოს. ახლა ხაბეს დაუთმოს, ხაბეს დროა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები