მიხეილ სააკაშილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც ალასანია აცხადებს, სააკაშილი ძალიან სუსტადაა.

„ჩემი შთაბეჭდილებით, ვერაფერსაც ვერ შეძლებს, რადგან გუშინაც გადასხმა გაუკეთეს და ახლა გაუკეთებენ სისხლის გადასხმას. მე მახსოვს წინა სისხლის გადასხმისას ალერგიული შეტევა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო. ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ. ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა, სისუსტე აქვს საშინელი, სად ჩაერთვება“, – განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე, დღეს იმართება.

 

მსგავსი თემები