კიბოს საწინააღმდეგო ერთადერთი საშუალება – ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

პაპილომავირუსი მსოფლიოში კიბოს გამოწვევი ერთერთი ვირუსია.  არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეებისა. შესაბამისად, საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმ ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ასაცრელ ბავშვთა ასაკი 10 წლიდან იწყება და ის თანაბრად, გოგონებასაც ეხება და ბიჭებსაც.

“პაპილომავირუსი დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის. ამ ინფექციის უმრავლესობა უსიმპტომოა ან მიმდინარეობს უმნიშვნელო სიმპტომებით, 3-5%-ში კი შეიძლება სერიოზული ონკოლოგიური პრობლემა განვითარდეს. ეს პრობლემა არის საშვილოსნოს ყელის კიბო, ასევე, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებები. 2 კვირაა, ვაქცინაცია ბიჭებშიც დაიწყო.  პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-11-12 წლის ბავშვეში ტარდება და ის ორჯერადად კეთდება, 6 თვეიანი შუალედით. ვაქცინაცია უფასოა“ – აღიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, ეს არის ერთადერთი ონკოლოგიური დაავადება, რომელიც პრევენციას ექვემდებარება.

მსგავსი თემები