ჩხრეკა დასრულებულია, აბაშიძე დააკავეს

ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენმე წუთiა დასრულდა. სამართალდამცველებმა აბაშიძე გამოიყვანეს და პოლიციის მანქანით განყოფილებაშi გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის უცნობია სად გადაიყავნეს ის, თუმცა, როგორც ადვოკატმა განაცხადა ის დააკავეს.

ადვოკატის თქმით, მათ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვის შესაძლებლობა არ მისცეს. მეორე ოთახიდან კი გაურკვეველი ნივთები გამოიტანეს, რომელთანაც აბაშიძეს შეხება არც ჰქონია. მისივე თქმით, ჩხრეკას არავინ დასწრებია და არც ადვოკატი შეუშვეს.

ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულს უკანონო იარაღის შენახვას ედავებიან. პარალელურად, დაკავებულის ძმა აცხადებს რომ ის იყო სამხედრო მიმართულების ექსპერტი და სახლში ჰქონდა სანადირო თოფი და კიდევ სხვა იარაღი, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული.

 

მსგავსი თემები