ავარია ბათუმში – დაშავდა ერთი მოქალაქე

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანა ავტობუსის მოსაცდელში შევარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც მოსაცდელში იჯდა. მას ნამსხვრევებმა ხელი დაუზიანა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიაში მოყოლილი ერთ-ერთი მანქანა მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის.

მსგავსი თემები