კუნძულ სიცილიაზე ძლიერი ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო

კუნძულ სიცილიაზე ძლიერი ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. ბუნებრივი კატასტროფა საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც უქმნის. ხანძრის გამო დროებით დაიხურა პალერმოს აეროპორტიც.

„სიცხისა და დაკვამლიანების გამო, ადამიანებს სუნთქვა არ შეუძლიათ. ისინი იძულებულები არიან, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან მათი სახლები იწვის“, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, ტყის ხანძრები მთელ კუნძულზე მძვინვარებს, მათ შორის პალერმოს, კატანიასა და მესინას გარშემო.

მსგავსი თემები