ბრუცელოზით დაავადებული ადამიანების რიცხვი 34-მდე გაიზარდა

ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში 34 ადამიანს დაუდასტურდა.

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის თქმით, ყველა მათგანი მკურნალობას სახლში გადის.

საყუდაბელში, ზველსა და ორგორაში კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ადამიანზე გადადის ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით, ან მისგან მიღებული პროდუქტით.

დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ არის შესაძლებელი.

მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.

როგორ მივიტანოთ ეჭვი ბრუცელოზზე?

ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ინკუბაციური (ფარული) პერიოდი გრძელდება ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:
• ცხელება;
• ზოგადი სისუსტე;
• ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით (სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნის ოფლი)
• ტკივილები – განსაკუთრებით თავის და ზურგის კუნთების.

მსგავსი თემები