ზუგდიდში ქუთაისის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ზუგდიდში, ქუთაისის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უკვე 2 საათზე მეტია ადგილობრივი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვენ, რომელიც სამ სხვადასხვა უბანს აკავშირებს ერთმანეთთან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდის მერიას ქუჩის რეაბილიტაციის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია.

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი, ირაკლი სორდია.

მისი თქმით, ამ უბანზე არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა და სწორედ ამიტომ არ კეთდება იქ ქუჩა.

მსგავსი თემები