,,52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევის მიმართულებით ,,ისკანდერის” ტიპის რაკეტა გაუშვა” – პოპკო

,,52-დღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა კიევის მიმართულებით ,,ისკანდერის” ტიპის რაკეტა გაუშვა”. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

,,52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა კიევზე სარაკეტო შეტევები! რაკეტამ არ მიაღწია კიევს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს იგი დედაქალაქთან მიახლოებისას”, – განაცხადა პოპკომ.

კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი რაკეტა ჩავარდა მოედანზე.

მსგავსი თემები