სააკაშვილის დაჯილდოება და ელჩის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები – რატომ დაიბარეს ნორვეგიის ელჩი საგარეო უწყებაში?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უწყებაში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა გადაწყვეტილებას,  რომელიც ეხებოდა ნორვეგიის ერთ-ერთი პარტიისგან მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას.

მისი თქმით, ჯილდო მიენიჭა ადამიანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არსებობდა ქვეყანაში.

„ერთი მხრივ, საკითხი ეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმარო. ადამიანს მიენიჭა ადამიანის უფლებებში ჯილდო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ადამიანის უფლებები პრაქტიკულად არ არსებობდა ამ ქვეყანაში. თუმცა, ელჩთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე მის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები, როდესაც ის შეფასებებს აკეთებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები