,,დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში”- ხაბეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტიურად და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.

,,დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს რეჟიმის დამარცხებაში,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

,,ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში”- მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი თემები