,,კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას”- სოფო ჭყონია

სოფო ჭყონია კომპანია ”მაკდონალდსის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, არც თვითონ და არც მამამისი, თემურ ჭყონია არანაირი პროპაგანდას არ ეწევიან.

,,მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ეხლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გაცდა მაკდონალდსის თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შერაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი. თუმცა, კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას! დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც მოიცვა საქართველო. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს, მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება”, – წერს ჭყონია.

ცნობისთვის, მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა ელტონ ჯონზე გამოშვებულ ბროშურას, რომელიც მომღერლის ცხოვრების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას შეიცავდა. კერძოდ, წიგნში ეწერა ,,დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა”.

მსგავსი თემები