,,ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას”- სალომე სამადაშვილი დარჩიაშვილს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიპარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. მინისტრს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ, რაზეც ილია დარჩიაშვილი პასუხოს გასცემს.

”ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა მინისტრს შემდეგი კითხვით მიმართა: ,,ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ან სქესის გადაკეთების დაკანონებას, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი,  კი თუ არა? ან რაიმე სხვა მოთხოვნა თუ არის, რომელიც არის შეუთავსებელი ჩვენს ღირებულებებთან, როგორც ამაზე ხშირად აპელირებენ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლის ხელისუფლებასაც თქვენ წარმოადგენთ. თუ შეიძლება, რომ განუმარტოთ საზოგადოებას”.

 

მსგავსი თემები