,,საქართველოსგან შორს ხელი, თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში.

,,ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს მინდა გავახსენო, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას. მათი მესიჯების მიხედვით, ხან შავი ხვრელი იყო საქართველო, ხან სანქციების თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო თუნდაც ერთი ადამიანის მიერ სანქციისთვის გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ეს უბრალოდ მესიჯებია და უკვე წელიწად-ნახევარია მესიჯებად რჩება,”- განაცხადა მდინარაძემ.

,,ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა დააკისროს სანქციები ჩართულ სახელმწიფოებსა და კომპანიებს”- ევროპარლამენტარი

მსგავსი თემები