პუტინის გამოსვლის დღეს პეტერბურგის ფორუმზე მობილურ ინტერნეტს გათიშავენ

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები მობილური ინტერნეტით სარგებლობას 16 ივნისს პლენარულ სხდომაზე ვერ შეძლებენ. ფორუმზე, სადაც  ვლადიმერ პუტინი ისაუბრებს, ”მედუზა” იტყობინება, რომ ღონისძიების დროს კომუნიკაციები შეფერხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული დრონების შესაძლო თავდასხმები.

ციფრული განვითარების სამინისტროს ბრძანებით, ინტერნეტი ადგილობრივად გაითიშება – მხოლოდ ექსპოფორუმის საკონვენციო და საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც SPIEF სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ტარდება.

ფორუმის ორგანიზატორი როსკონგრესის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო შესაძლებელია მობილური ინტერნეტის შეფერხება.

„მობილური ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 2023 წლის 16 ივნისს SPIEF-ის ადგილზე იქნება მობილური მოწყობილობებიდან ინტერნეტით წვდომის დროებითი ნაკლებობა“, – ციტირებს TASS-ი ორგანიზატორებს.

მსგავსი თემები