ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

აფხაზური გამოცემა Apsnypress-ის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე მოეწერა.

დოკუმენტის თანახმად, საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდეგი ოპერირებისთვის რუსული იურიდიული პირი განახორციელებს.

 

მსგავსი თემები