,,რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში, თორნიკე რა ქენი ასეთი”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, ქართულ პოლიტიკაშვი დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა.

,,რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში?! – მინდა მივმართო ჩვენს თორნიკე რიჟვაძეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ჩაერევა თუ ვერა? ვერ ჩაერევა. შესაბამისად ჯერ საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, უარი რომ თქვა ჯერ ეს უნდა თქვას, უნდა მოითხოვოს ჯერ საქართველოს მოქალაქეობა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ და ახლა არის წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარი. ქართულ ოცნებას გამოადგება თუ დაბრუნდა მოქალაქეობასაც თუ მიიღებს, თუ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში ძალიან გამოადგება, საჩუქარი იქნება ქართულ ოცნებისთვის იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი დაინახავს მიხეილ სააკაშვილს, სიმბოლოა ეს კაცი ბოროტების და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

,,ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში”- მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი თემები