რუსეთში ლგბტ ადამიანების ქცევის შესასწავლ ფსიქიატრიულ ინსტიტუტს შექმნას აპირებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა შექმნას ფსიქიატრიული ინსტიტუტი ლგბტ ადამიანების ქცევის შესასწავლად. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა.

„ახლა არის პრეზიდენტის ინსტრუქცია, რომ ჩვენი ფედერალური ფსიქიატრიის ცენტრის ბაზაზე შეიქმნას დამატებითი ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ ამ, არამედ ქცევითი სფეროების მთელ რიგს, მათ შორის სოციალურ ქცევას. შესაბამისად, ეს სფეროც შემდგომში იქნება აღებული. სავალდებულო მეცნიერული შესწავლა, გარდა იმისა, რასაც დღეს ვაკეთებთ“, – განაცხადა მურაშკომ.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსეთში ფსევდომეცნიერული იძულებითი კონვერტაციის თერაპიის დანერგვა სურთ, რომელიც ადამიანებს სექსუალურ ორიენტაციას შეუცვლის.

 

 

მსგავსი თემები